სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ - საინტერესო ღია გაკვეთილი ​ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში
16-04-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო შეუქმნან, რომ მათი დაინტერესება გამოიწვიონ და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართონ. 

ასეთივე იყო ღია გაკვეთილი, რომელიც საგან „მოქალაქეობაში“, მასწავლებელის - დარიკო მელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

საგაკვეთილო თემა იყო: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“, მოსწავლეებმა ასევე განიხილეს დეზინფორმაციის მავნე გავლენა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილს სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, ბავშვებმა განიხილეს დილემა, იმსჯელეს მოცემული სიტუაციის ირგვლივ, გაიაზრეს ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან ერთის არჩევა აუცილებელი პირობაა.

მოსწავლეებმა ასევე ჩამოთვალეს დეზინფორმაციის ნაცნობი მაგალითები, განიხილეს საზოგადოებაზე მისი მავნე ზეგავლენა, ისაუბრეს სამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების დარღვევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, რამაც გაკვეთილი მეტად საინტერესო გახადა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ინფორმაციების შესასწავლად მითითებული ჰქონდათ დამხმარე სახელმძღვანელოები, იცოდნენ რას ნიშნავს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია. ასევე ჰქონდათ ცნობები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელების დროს მისი სანდოობა და ობიექტურობა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მიღებული ინფორმაციის, ცოდნის საფუძველზე გააკეთეს თვითრეფლექსია. 

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე და სკოლის მასწავლებლები.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება