სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
15-04-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსები დედაენაზე წაიკითხეს, კალიგრაფიის ნიმუშები შექმნეს, გაფანტული ასოებით სიტყვა - „დედაენა“ ააწყვეს, დაამზადეს კედლის გაზეთები და თავიანთი ნამუშევრებით მშობლიურ ენას მოეფერნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ფონად გასდევდა სიმღერა - „ო, ენავ, ჩემო“.

სკოლის დირექტორმა - ნათელა აზირაშვილმა მოსწავლეებს ქართული ენის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა ამ ძვირფას განძს გაუფრთხილდნენ და დაიცვან. 

„14 აპრილი დედანის დღე და ქართული ენის ზეიმია. საქართველოში ამ  დღის აღნიშვნის მიზანია მომავალი თაობებისთვის ქართული ენის მნიშვნელობის გაცნობიერება და მისი დაცვა. სკოლის სახელით, გილოცავთ ქართული ენის დღესასწაულს“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება