სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დედაენის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო საგანმანათლებლო რესურსი შექმნეს
12-04-2024
-
+


14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. ამ თარიღის არსი და მნიშვნელობა კარგად აქვთ გაცნობიერებული ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. ამას სკოლაში გამართული დედაენის კვირეულიც ადასტურებს.

დედაენის კვირეულის ფარგლებში, მე-5 ა კლასში, ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

კლასის ხელმძღვანელი ქეთინო ჯიქია. საგნის მასწავლებელი და ამავდროულად სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე გახლავთ.

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების მეშვეობით კლასში წარადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები და შექმნეს საგანმანათლებლო რესურსი - დიდი წიგნი, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება