სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინარეხის სკოლის ისტორიიდან“ - საინტერესო გამოფენა წინარეხის საჯარო სკოლაში
12-04-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.

ახლახან, სკოლაში გამოფენა - „წინარეხის სკოლის ისტორიიდან“ მოეწყო, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 145 წლისთავს მიეძღვნა. გამოფენაზე, წინარეხის სკოლის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლები გამოფინეს. ისინი 1879-1916 წლების პერიოდს მოიცავდა.

აღნიშნული გამოფენა არქივის წარმომადგენელმა ვანო ჯახუამ მოაწყო. მან საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საარქივო ფონდი დაამუშავა და ამ მასალების ნაწილი ღონისძიებაზე ბანერების სახით წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზება და ფინანსური მხარდაჭერა წინარეხის საჯარო სკოლამ ითავა. 

წინარეხის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო სასკოლო პროექტის - „ფესვები“ განხორციელება, რომელიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კულტურულ მემკვიდრეობის, თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და შექმნილი სულიერი და მატერიალური ფასეულობების თვითმყოფადი ეროვნული კულტურის განვითარების პროცესში შექმნილი სულიერი და მატერიალური ფასეულობების დაცვას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის თემის დახმარებით. შეგროვდა ფოტო, ვიდეო, საარქივო მასალები. გამოიცა სასკოლო გაზეთი „ფესვები“. შეგროვილი მასალები კი ალბომის სახით დაიბეჭდა და ინტერნეტში განათავსეს, რათა დაინტერესებულ პირებს წინარეხის სკოლის ისტორიის გაცნობა შეეძლოთ.

ამ პროექტის ფარგლებში, შეგროვდა ქვათახევის მონასტრის წიგნთსაცავის ისტორიაც, რომელიც ამავე მონასტერს გადასცეს. მუსიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, თოჯინების თეატრი გამართეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. VIII კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმებში ვიზიტი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის მხარდაჭერით დაიგეგმა.

სკოლაში გამართულ ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სოფლის თემის წარმომადგენლები, სკოლის მოქმედი და ყოფილი პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები ესწრებოდნენ.

„ბატონ ვანო ჯახუას წარმოდგენილი საარქივო მასალები, ბანერების სახით, ჩვენი სკოლისთვის დიდი შენაძენია. ისინი გამოფენილი იქნება სკოლის სივრცეში და იქნება ჩვენი სკოლის ისტორიის შეხსენება. დიდი მადლობა ბატონ ვანო ჯახუას ამისთვის.
ღონისძიებაზე ბატონმა ვანო ჯახუამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სკოლის ისტორია, რომელიც გადმოცემული იყო საარქივო დოკუმენტებითა და საგაზეთო პუბლიკაციებით. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციები სკოლის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს სკოლის პედაგოგებმა და ასევე დამსწრე საზოგადოებამ.
ღონისძიების ბოლოს, კასპის მერმა სკოლას გადასცა მილოცვა, მან სკოლას 145 წლის იუბილე მიულოცა და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის, მადლობა გადაუხადა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება