სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბეჟანოს საჯარო სკოლაში
12-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა, სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად კი, მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას აწყობენ. 

ამჯერად, მეოთხე კლასში, მასწავლებელ გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა თემატური გაზეთიც დაამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყო. ღონისძიებას მუხრან მაჭავარიანისა და ანი კაპანაძის ლექსები შემდეგი გასდევდა:

„ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა“

„მადლობა ღმერთო შეაძლებინე
დიად ქართველსა ანბანის შექმნა
ყოველ ასოში ჩაქსოვინე
ქართველი ერის კულტურის რწმენა“.
 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება