სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა ჭიდაობაში, მუნიციპალურ შეჯიბრზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
12-04-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა შესაძლებლობების წარმოჩენაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.

შედეგად, მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. ახლახან, მოსწავლეები სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ჭიდაობის მუნიციპალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. შეჯიბრზე გაბრიელ გვილავამ - მეორე, ხოლო ლაზარე აბრალავამ და რობერტ აბრალავამ მესამე ადგილი დაიკავეს.

„სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი დიდი სიხარულით ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას! ეს ერთი და სხვა მრავალი! წარმატებები ბიჭებო!“,- სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ხარობენ და ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება