სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თვითგანვითარებისკენ სწრაფვა პედაგოგის პირდაპირი ვალდებულებაა“- ნინო ჯოჯუა, ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი
10-04-2024
-
+


ნინო ჯოჯუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია, რომლისთვისაც განვითარება და წინსვლისკენ სწრაფვა ყოველდღიურობის ნაწილია. მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ფიქრობდა მასწავლებლის როლზე და სხვადსხვა პრობლემას სწორედ პედაგოგის თვალით უყურებდა, დღეს კი, უკვე შემდგარი პედაგოგი იბრძვის სამართლიანობისთვის და ცდილობს, რომ მოსწავლეებს თანაბარი გარემო შეუქმნას, ხარისხიანი განათლება შესთავაზოს და მუდმივად იდგეს განათლებული ახალგაზრდების სამსახურში. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო ჯოჯუასთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ჩემი მოკრძალებული და სუბიექტური აზრით, საგნის ცოდნა, სიახლეებისკენ და მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა პედაგოგისთვის პირდაპირი ვალდებულებაა, შეაბამისად არ გამოვყოფდი ცალკე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ისაუბრო მხოლოდ სამ თვისებაზე იმ მრავალთაგან, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი კარგი მასწავლებელი, ვეცდები ვფოკუსირდე სამზე.

ბავშვების სიყვარული, რომელიც გულისხმობს კეთილგანწყობილი, სანდო და გულწრფელი გარემოს შექმნას სკოლის სივრცეში, რაც იმთავითვე ქმნის ჯანსაღ თანამშრომლობაზე აგებულ ურთიერთდამოკიდებულებას.

ემპათია - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გააცნობიეროს და გაანალიზოს მოსწავლის შინაგანი, ემოციური მდგომარეობა და გამოავლინოს თანაგანცდის უნარი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც;

სამართლიანობა, რადგან თუ მოსწავლე პირველივე წამიდან არ გენდო, როგორც ადამიანს, ვერ დაინახა მასწავლებელში მთავარი ღირებულებები, ვერანაირად ვერ დაარწმუნებ და დააჯერებ კონკრეტული საგნის შესწავლის აუცილებლობაში.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მიუკერძოებელ, სანდო გარემოს, თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთთანამშრომლობას, გამჭვირვალე ქცევის წესებს, როგორც მოსწავლისთვის , ასევე მასწავლებლისთვის.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- უპირველეს ყოვლისა ადამიანური ღირებულებები და შემდეგ საგნის ცოდნა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- სრულად გამოვიყენებდი იმ შესაძლებლობებს, რაზეც ჩემი აბიტურიენტობის პერიოდში ვერც კი იოცნებებდი ან არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგალითად გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეთა გამარჯვება სხვა და სხვა პროგრამებში, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთაც, თუმცა მთავარი წარმატება ჩემთვის მოსწავლეებში იმ ღირებულებების აღმოჩენაა, რომელიც ეფექტური თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რატომ ჰქონდა ადგილი მიკერძოებულ სწავლებას, რატომ ხდებოდა მოსწავლეთა დაყოფა სოციალური სტატუსის მიხედვით (არ იგულისხმება ყველა მასწავლებელი, არამედ გამონაკლისები, თუმცა სამწუხაროდ იყვნენ) და მე, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორ გავუმკლავდებოდი კონკრეტულ პრობლემას?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება