სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ სკოლას დავუკავშირებდი ჩემს მომავალს“- ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ტყავაძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს
08-04-2024
-
+


„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, რასაც შემდეგ დავუკავშირე ჩემი მომავალი პროფესია“,- ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ტყავაძე, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ღირსეულად უძღვება. 

მისი თაოსნობით, სკოლამ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს, ამის დასტურია ისიც, რომ დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ცხოვრებას ისევ სკოლას მიუძღვნიდა. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელური.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- როდესაც გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები გულისყურით გისმენენ და არ აქვთ ინტერესი სხვა აქტივობებით დაკავდნენ, რაც განაპირობებს ხარისხიან განათლებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ჩემო საყვარლებო“, „იმსჯელეთ“, „დაფიქრდით“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ სკოლას დავუკავშირებდი ჩემს მომავალს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ალბათ, როგორც მეგობრულ, პოზიტიურ, მუდამ მომღიმარ მასწავლებელს, მაგრამ ზოგჯერ მკაცრ დირექტორს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების სიყვარული და თბილი დამოკიდებულება, როდესაც სკოლაში შევდივარ და ჩემი პატარები ჟრიამულით გარს შემომეხვევიან.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჰუმანიტარული მეცნიერებები, რასაც შემდეგ დავუკავშირე ჩემი მომავალი პროფესია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება