| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა, როგორია იყო მასწავლებელი“,- აღნიშნავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო კაველიძე, რომელმაც ცხოვრება სკოლასა და მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნავს მიუძღვნა.
მისი თქმით, კარგი მასწავლებელი აუცილებლად გაწონასწორებული უნდა იყოს და ბავშვები უყვარდეს. ამ და სხვა საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- გაწონასწორებული, ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას საგაკვეთილო პროცესზე.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „მომისმინეთ“.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრულ, პოზიტიურ მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როგორც სპორტის მასწავლებლის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ მოსწავლეებს შევაყვარე ვარჯიში და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- როგორია იყო მასწავლებელი.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას