| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რაგსანა ომაროვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის, პროფესიაზე შეყვარებული, განვითარებაზე ორიენტირებული და ენერგიული, ინგლისური ენის მასწავლებელია. მისთვის წარმატებაა, როცა მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და ცდილობს მათთვის სტიმულის მიმცემი იყოს - ამ მიდგომებით კი, მოსწავლეებს განსაკუთრებით შეაყვარა თავი.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ რაგსანა ომაროვასთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- განვითარებაზე ორიენტირებული; მოწესრიგებული; ენერგიული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყველა მოსწავლის ჩართულობას სასწავლო პროცესში, ქცევის წესების დაცვასა და ურთიერთპატივისცემას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გაიხსენეთ, რა იცით, რა ისწავლეთ წინა გაკვეთილზე?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ჩავერთვებოდი ყველა საინტერესო პროექტში.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული, პოზიტიური, სტიმულის მიმცემი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ინგლისური ენა და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა