სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა სასწავლო პროექტი ახალი ეპოქის მხატვრებსა და მათ შემოქმედებას მიუძღვნეს
05-04-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი სახის აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მე-9 კლასში, ხელოვნების გაკვეთილზე განხორციელებული პროექტი აღმოჩნდა.

„XIX საუკუნის შუა წლებიდან დაწყებულმა ტექნიკურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა გარემოც და ადამიანთა ცხოვრების წესიც. ხელოვნებამ ცვლილებებს ახალი ფორმებით უპასუხა. ეს ეპოქა ხელოვნებაში მოდერნიზმის დაბადების დასაწყისი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ ამ ახალი ეპოქის მხატვრებს და მათ შემოქმედებას მიუძღვნეს სასწავლო პროექტი ხონის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა, ხელოვნების მასწავლებელ ია კინწურაშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ხელოვნების გამოხატვის ახალი მიდგომა - ხელოვნებას აინტერესებს არა ის, თუ რა უნდა ასახოს, არამედ როგორ გამოხატოს.

მე-9 კლასელებმა სკოლაში, წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, ასევე, თავიანთი ნამუშევრები სხვადასხვა მხატვრის სტილში, ისაუბრეს ხელოვნების განვითარებაზე, სიახლეებზე და თუ როგორია დღეს ხელოვნება.

„განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის აბსტრაქციონისტ მხატვართა შემოქმედება. პიტ მონდრიანის სტილის მიხედვით შექმნეს კოლაჟი-სატელიტური პეიზაჟი, ფერადი ღილებისა და მაქმანის გამოყენებით. ვასილ კანდისნსკის სტილის მიხედვით თოჯინებს შეუკერეს სამოსი და სხვადასხვა აქსესუარი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამ პერიოდის ქართველ მხატვართა - ვერა ფაღავასა და კარლო კაჭარავას შემოქმედებაზეც . ცალკე საათი დაეთმო ფიროსმანის შემოქმედების განხილვას. კლასში, მოეწყო კინოჩვენება. მოსწავლეებმა წარმადგინეს ციფრული ალბომი, სადაც ჟანრების მიხედვით დაალაგეს ფიროსმანის ნამუშევრები და დიდი სიყვარულით ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, აღნიშნეს, რომ ის არის პირველი ქართველი ანიმალისტი და რომ მისი მხატვრული ენა, ესაა ენა უკიდეგანო სიყვარულისა.

აქტივობების მეშვეობით მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. მათ ასევე შემოქმედებითი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 

ნორაირ მინასიანი ჩაირიცხა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება