სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ხარისხიან გაკვეთილს“ -  ველევის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი ბიბილაშვილი
03-04-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი ბიბილაშვილი სამართლიანი და პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია გაკვეთილები ხარისხიანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული იყოს. ამიტომ, ყოველთვის ცდილობს მათ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან. ბავშვებს საჭირო რჩევებს აძლევს და ყველაფერში ეხმარება.

ლალი ბიბილაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს სთავაზობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, ბავშვების სიყვარული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- გაკვეთილის ხარისხიან ჩატარებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გაუგებარი ხომ არაფერი იყო,ან რა ვერ გავიგეთ ახალი მასალის ახსნის დროს.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვეცდებოდი გაკვეთილები შემესწავლა საფუძვლიანად და სკოლაში მიღებული ცოდნით მიმეღწია მიზნისთვის.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები..

- სამართლიანი და პასუხისმგებელი პედაგოგი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- დიდი ინტერესი საგნისადმი.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- უფრო მეტი თავისუფალი აზრის გამოთქმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება