სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საქმის სიყვარული, სიახლეების მიმღებლობა​, ობიექტურობა“ - დიდგორის საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინა ნინუა კარგი მასწავლებლის თვისებებს ასახელებს
03-04-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ქრისტინა ნინუა საკუთარი საქმის პროფესიონალი, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მოსწავლეებთან სამართლიანია და მათ აზრს ყოველთვის ისმენს და პატივს სცემს. ის ბავშვებს სწავლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ხშირად ესაუბრება და მოტივაციას უმაღლებს.

ქრისტინა ნინუა etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- საკუთარი საქმის სიყვარული, სიახლეების მიმღებლობა​, ობიექტურობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ყველა აკეთებდეს იმას, რითაც სწავლა-სწავლებას შეეწყობა ხელი.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „გასაგებია? ხომ არ არის რამე გაუგებარი?“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არც ერთ წუთს არ დავკარგავდი სწავლის გარეშე.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, ობიექტური, მკაცრი, მაგრამ ლმობიერი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- უკუკავშირი მოსწავლისგან, რაც მიდასტურებს ჩემი შრომის შედეგს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რატომ მიმტკიცებდა ყველა მასწავლებელი სწავლის აუცილებლობას და მართლა ასე იყო თუ არა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება