| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებლის - თემურ გერლიანისთვის მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა და მათი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. სამართლიანი პედაგოგი დიდ ყურადღებას აქცევს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და განათლებული თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება.
თემურ გერლიანი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სამართლიანობა, პატიოსნება, მოსწავლეების მიმართ სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- როცა მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საკლასო აქტივობებში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „მომისმინეთ“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მთლიანად ვიქნებოდი გადართული სწავლაზე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს ოლიმპიადაზე.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ქიმია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა