| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ გოზალიშვილი შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული პიროვნებაა. ის მოსწავლეებთან მეგობრულ ურთიერთობას ძალიან აფასებს, სწორედ ამიტომ მათ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილია. მასწავლებელი აქტიურად ცდილობს თითოეული მოსწავლე ჩართოს საგაკვეთილო პროცესში, რაც კლასში დისციპლინის დამყარებაში ეხმარება.
თინათინ გოზალიშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება...
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეები ყურადღებით გისმენდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია, ველი თქვენგან დამატებით შეკითხვებს“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი, რადგან ძალიან მიყვარს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კეთილი, ერთგული, მეგობრული, მშრომელი და მოსიყვარულე.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლისთვის ახსნილი მასალა მარტივად გადამიცია და გაკვეთილის შედეგზე გავსულვარ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- უცხო ენები, ინგლისური განსაკუთრებით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა