| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“,- ამბობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი სალომე გვირჯიშვილი, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათი წარმატებული მომავალია.
პედაგოგის აზრით, მოსწავლეები დაახასიათებდნენ, როგორც სერიოზულ და მეგობრულ ადამიანს. დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს ცხოვრებას ისევ სკოლას დაუკავშირებდა. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სიყვარულის უნარი, მოთმინების უნარი, სიახლეებისკენ სწრაფვის უნარი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- რა მაგარი ხარ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- კვლავ ჩავაბარებდი პედაგოგიურზე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- სერიოზული და მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების სიყვარული.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ისტორია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა