| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინფორმირებულობას, საზოგადოებაში აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო მათემატიკის გაკვეთილი გაიმართა, თემაზე - „ლუდომანია - თამაშში წაგებული ცხოვრება!“.
სკოლა გვიზიარებს დღის დადებით ემოციას, უაღრესად აქტუალურ თემაზე, ძალიან საინტერესოდ დაგეგმილი და საჭირო ინფორმაციებით დატვირთული გაკვეთილის შესახებ, რომელიც XII კლასში გაიმართა.
გაკვეთილზე აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რაც თავის მხრივ უამრავი პრობლემის დასაბამია.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გაკვეთილზე XII კლასელებმა წარადგინეს თავიანთი შექმნილი პრეზენტაციები და ისაუბრეს ყველა იმ შესაძლო უარყოფით მხარეზე, რაც ახლავს ლუდომანიას და პირდაპირ კავშირშია მათემატიკასთან.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი მზია ბურკაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის ხელმძღვანელმა ია მეფარიშვილმა, დიდი მადლობა გადაუხადა პედაგოგს ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილებისთვის და მას, თავის მოსწავლეებთან ერთად მრავალი წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა