| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი პედაგოგ მანანა ჯანხუტაშვილის ორგანიზატორობითა და ხელმძღვანელობით, მუზეუმს ესტუმრნენ.
მათ, მუზეუმში, როგორც გვიყვებიან, საოცარი ოსტატობით წარადგინეს XIX საუკუნის ლიტერატურულ-სალონური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, წარმოსახვითი და რეალური პერსონაჟები.
მოსწავლეებმა, მუზეუმის სივრცეში, ეპიზოდურად გააცოცხლეს XIX საუკუნე და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ნიჭითა და უნარებით იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიხიბლა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს - ნინო ღლონტსა და ლიტერატორ ლალი ეგნატიევს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა