სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლაში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სასაუბროდ იურისტს უმასპინძლეს
02-04-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ეკო და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, მოსწავლეები საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს - ზაალ გორგიძეს .შეხვდნენ

აქტივობის მიზანი იყო, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

მიწვეული სტუმარი ზაალ გორგიძე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ქალთა და ბავშვთა ძალადობის, შემთხვევათა სტატისტიკის, გენდერული თანასწორობის, ქართული საკანონმდებლო ბაზის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო.

„მათ განიხილეს მთელი რიგი ქეისები ბავშვთა და ქალთა დასაქმების, მათი დისკრიმინაციის შესახებ. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, მოსწავლეები თამამად სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ კომპეტენტურ პასუხებს ნაადრევი ქორწინების, ქუჩის ბავშვების დაცულობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეხვედრას გარდა N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა, ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

„მადლობა საიას ქუთაისის ფილიალს თანამშრომლობისათვის“, - ამბობენ სკოლაში.

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება