| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საგანმანათლებლო სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, შილდის N2 საჯარო სკოლაში, სკოლის ექიმმა ნ. ელოშვილმა საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა, სადაც მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა კლასის ხელმძღვანელი ლ.ჭუნაშვილი გახლავთ, პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება. პირის ღრუ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა. ჯანმრთელი კბილები და ღრძილები კი სწორი ჰიგიენური ჩვევების შედეგია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო ბარათები პირის ღრუს მოვლის რუტინის შესახებ.
„შევთანხმდით, რომ ყოველი დღე პირის ღრუს ჯანმრთელობის დღედ ვაქციოთ“, - გვიყვებიან სკოლაში.
20 მარტი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი დაწესების მიზანია, მოსახლეობამ მეტი შეიტყოს პირის ღრუს სიჯანსაღის მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა