| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნათელა ღლონტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომლისთვისაც მოსწავლეების სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება, მათთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება და მათთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზება უპირობოდ მნიშვნელოვანია. ის საქმისადმი თავდადებული და თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულია, ამიტომაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გრძნობს მოსწავლეებისგან.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნათელა ღლონტთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უნდა იყო შენი საქმის ერთგული, ყოველთვის მოთხოვნების თანაზიარი თანამედროვე მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ცდილობს პროფესიულ განვითარებას, უნდა შეგეძლოს მოსწავლის მოსმენა, უნდა იყო ენთუზიასტი, კოლეგიალური.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- დროის ეფექტურ მართვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- წარმოადგინეთ თქვენი შეხედულებები საკითხთან მიმართებაში.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- საქმისათვის თავდადებული, უანგარო, ნოვატორი მასწავლებელი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სასწავლო პროცესში ჩამირთავს დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლე და მაღალ შედეგებზეც გავსულვართ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მე რომ ვყოფილიყავი მასწავლებელი როგორ მივაწოდებდი საკითხს მოსწავლეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა