| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მელინე ხოცანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია, მისი აზრით კარგი მასწავლებელი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს, თავდაც ზრუნავს, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს და ნამდვილად არის მოსწავლეებისთვის სამაგალითო პედაგოგი.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მელინე ხოცანიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ჭკვიანი, კარგი ფსიქოლოგი და განათლებული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- როდესაც საკლასო ოთახში ქცევის წესები დაცულია და იგრძნობა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღი! ყურადღებით იყავით!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ პედაგოგიკას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კეთილი და საყვარელი მასწავლებელი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი მოსწავლეების სიყვარული; უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რით იკვებებიან მასწავლებლები და საიდან იღებენ ცოდნას ყველაფერზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა