სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი“- ჰაიკანუშ იორდანიანი, აბულის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი
29-03-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ჰაიკანუშ იორდანიანი მოსწავლეებს სახელმწიფო ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საინტერესო, მამოტივირებელი აქტივობის დახმარებით ასწავლის. 

პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს და დღეს მის გვერდით, როგორც მასწავლებლები ისე მუშაობენ. თავადაც ამ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულია. მან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- სამართლიანი, გულკეთილი, მკაცრი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- როცა საგაკვეთილო პროცესში არის მოსწავლეებსა და მასწავლებლის შორის კომუნიკაცია და ურთიერთგაგება.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- აბა, ყურადღებით ბავშვებო.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ყველაზე კეთილი მასწავლებელი.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებით დაამთავრეს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და ამჟამად, ჩემთან ერთად მუშაობენ სკოლაში მასწავლებლად.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ნეტავ, როგორია ჩემი დამრიგებელი სახლში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება