| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის როცა კლასში მყავს დაინტერესებული და ბეჯითი მოსწავლეები“ - ეს რეგინა ადუაშვილის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორის სიტყვებია, ლიდერის, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, არასდროს კმაყოფილდება მიღწევებით და მუდმივად მეტისკენ მიისწრაფვის. სკოლის ხელმძღვანელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და დღეს, უკვე ახდენილი ოცნებით, ღირსეულად ემსახურება სასკოლო საზოგადოებას და განათლებული თაობების აღზრდის საქმეს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ რეგინა ადუაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კარგ მასწავლებელს უნდა ქონდეს თანამშრომლობის მაღალი კულტურა, უყვარდეს მოსწავლეები, სისტემატურად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და მიღწეულით არ კმაყოფილდებოდეს
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- თითოელი მოსწავლის აქტიურად ჩართვას გაკვეთილზე.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მოსწავლეთა სახელებს ყურადღების გასამახვილებლად.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- პროფესიად ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და სამართლიან პედაგოგად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის როცა კლასში მყავს დაინტერესებული და ბეჯითი მოსწავლეები.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- გავმხდარიყავი სკოლის დირექტორი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა