სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„იმდენად შემიყვარებია ბავშვებისთვის ქიმია-ბიოლოგია, რომ ბევრი მათგანი ექიმი გახდა“ - ნარგიზ სამხარაძე, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი
02-04-2024
-
+


ნარგიზ სამხარაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელი და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა ბავშვობაშივე მონუსხა, მეტიც, მისი სიყვარულით ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა დღეს უკვე წარმატებულმა დირექტორმა და მასწავლებელმა ქვეყანას არაერთი ექიმი აღუზარდა. ბავშვობის ოცნების მიუხედავად, დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც მასწავლებლობას აირჩევდა, რადგან ეს პროფესია მისთვის ბედნიერებაა. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნარგიზ სამხარაძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...  

- უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები. უყვარდეს და პატივს სცემდეს საკუთარ პროფესიას, უწყვეტად სწავლობდეს და იმაღლებდეს კვალიფიკაციას.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გამორჩეული ფრაზა არ მაქვს, თუმცა მოსწავლეების მოტივაცისთვის წამახალისებელ და გამამხნევებელ ფრაზებს ხშირად ვიყენებ. 

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- იგივე გზას ავირჩევდი, ქიმია ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, ვოცნებობდი ექიმობაზე, თუმცა მასწავლებლობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მკაცრი და სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- იმდენად შემიყვარებია ბავშვებისთვის ქიმია-ბიოლოგია, რომ ბევრი მათგანი ექიმი გამხდარა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- განსაკუთრებულად მიყვარდა ქიმია და ბიოლოგია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება