| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აზა ჯანხოთელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მეგობრული, სამართლიანი, მოსწავლეებსა და პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელია. ბავშვობიდან მოსწონდა პედაგოგის პროფესია, თავიდანვე იცოდა, რომ ერთ დღეს ამ ამპლუას მოირგებდა და განსაკუთრებით აინტერესებდა, როგორი მასწავლებელი იქნებოდა. დღეს ახდენილი ოცნებითა და დიადი გეგმებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრდის ინტელექტუალურ თაობებს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ აზა ჯანხოთელთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, მეგობრული, პროფესიის სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სწავლის საუკეთესო ხარისხს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე....
- ჩვენ ერთმანეთის დახმარებით ამ მიზანს მივაღწევთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ რომ დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების სიყვარული.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა