სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა“-ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ სოლომონიძე
28-03-2024
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დეკანოზი დანიელ (ვაჟა) სოლომონიძე გიმნაზიის წარმატებული ხელმძღვანელი და ძველი ქართული დამწერლობისა და წმინდა წერილის პედაგოგია. კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლობით აღსავსე, მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული დირექტორი ბავშვებისთვის რჩევებს არ იშურებს და მათ ყოველთვის ეუბნება, რომ პირველ რიგში, კარგი და ღირსეული ადამიანები უნდა იყვნენ. მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებს საგნის გარდა, სიყვარული, ადამიანების პატივისცემა და მეგობრობა ასწავლოს, რაც წარმატებით გამოსდის. 

დეკანოზი დანიელ (ვაჟა) სოლომონიძე etaloni-ge-ს კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებლობა რომ რთული, საპასუხისმგებლო და ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩემი აზრით, მასწავლებელს ბევრი კარგი თვისება უნდა გააჩნდეს, თუმცა მაინც გამოვყოფ სამ აუცილებელ თვისებას: მას უნდა უყვარდეს პროფესია, მოსწავლეები, იყოს კეთილსინდისიერი და ღვთისმოშიში. 


- სასკოლო ოთახში დისციპლინა ნიშნავს....

- ნებისმიერ დაწესებულებას კერძო თუ საჯაროს აქვს შინაგანაწესი, წესდება და სკოლებს მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლებსაც ჩვენ ვაცნობთ ჩვენი სკოლის მშობლებს, მოსწავლეებსა და თანმშრობლებს. ისინი საკმაოდ არიან გაცნობიერებულები მათ უფლება-მოვალეობებში, რაც საკმაოდ გვეხმარება სკოლის ცხოვრებაში. თუმცა მიმაჩნია, რომ მოსწავლეებთან ყველაზე მეტად ამართლებს სიყვარულის ჩვენება საქმით, მეგობრული დამოკიდებულება, საუბარი, რჩევა და ა.შ. ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება.


- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ მოსწავლებთან გაკვეთილზე...

- წმინდა წერილის (ბიბლია) ოქროს კანონად წოდებული სიტყვები, რომლებსაც მაცხოვარი ბრძანებს, ყველა ეპოქასა და საუკუნეში მას წმინდა მამები უწოდებენ ოქროს კანონს: „რაც შენ არ გინდა გაგიკეთოს სხვამ, შენც ნუ გაუკეთებ მას სხვას.“


- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- აუცილებლად ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემში. უფრო სხვა მზაობა მექნებოდა საკუთარ თავთან და უფრო სხვაგვარად დავგეგმავდი სწავლის გაგრძელებას ( მოგეხსენებათ მე საშინელი 90-იანების პერიოდის მოსწავლე ვარ) ახლა უფრო მეტი ხელშემწყობი პირობები აქვს, როგორც მოსწავლეს, ასევე სტუდენტს და ამიტომ ვურჩევ ყველას, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს სწავლაში და არჩეული პროფესიის დაუფლებაში.


- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლები....

- რთულია ამაზე საუბარი, მით უმეტეს როგორც სასულიერო პირმა ვისაუბრო საკუთარ თავზე, თუმცა ვგონებ, არ უნდა ვიყო ცუდი პედაგოგი... ამაზე შეიძლება ჰკითხოთ ჩვენს მოსწავლებსა და პედაგოგებს.


- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ....

- ვფიქრობ, სიყვარულის მიღწევაა საზოგადოებაში, ურთიერთპატივისცემა, მეგობრული დამოკიდებულება, ზოგადად ჯანსაღი ურთიერთობები სასკოლო საზოგადოებასთან, რადგან ცოდნასთან ერთად აუცილებელია სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.


- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერსებდა....

- როცა მოსწავლე ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა მედიცინა. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ, ქირურგობა. სამწლიანი სწავლის შემდეგ (ფინანსური პრობლემების გამო) სწავლის გაგრძელება მომიწია ბათუმის სასულიერო სემინარიაში, რომელიც ჩემი სულიერი მოძღვრის რჩევით მოხდა. ჯერ რელიგიის პედაგოგი, შემდეგ სასულიერო პირი გავხდი და ახლა კი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დმიტრის ლოცვა-კურთხევით გიმნაზიის დირექტორი.

ღმერთმა დაგლოცოთ, დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სკოლები და მოსწავლეები. წარმატებებს ვსურვებ ყველა სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილზე გამოფინეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართე

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა ფერადი კანფეტებისგან საკუთარი ხელით შექმნეს ლამაზი კომპოზიციები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გაამზადეს კედლის გაზეთები, დახატეს საყვარელი ავტორების პორტრეტები

საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება