| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მირანდა ბანძელაძე სამართლიანი და მეგობრული პიროვნებაა. ის მოსწავლეებს უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლის, რაც კლასში დისციპლინის დამყარებაში ეხმარება. მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვა. სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო და მათ ინტერესებზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობს.
მირანდა ბანძელაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- იყოს მეგობრული, სამართლიანი, მოწესრიგებული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლემ კარგად იცოდეს, ესმოდეს თავისი უფლება და მოვალეობა.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ! შევძლებთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ავირჩევდი ჩემს პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ, დადებითად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- გაკვეთილი, რომელიც საინტერესო, სახალისო და ბოლომდე გასაგები იყო მოსწავლისათვის.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მოსწავლე, რომ ვიყავი მაინტერესებდა როგორ იცოდა ჩემმა მასწავლებელმა ყველაფერი და ამ ცოდნას ყველას თანაბრად როგორ გვინაწილებდა დიდი თმენითა და სიყვარულით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა