| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქეთევანი მეშველიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის მასწავლებელია. თავის საგანსა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული დიდი გეგმებითა და იმედებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრუნავს, რომ ქვეყანას ღირსეული, განათლებული და ერუდირებული თაობები აღუზარდოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ქეთევანი მეშველიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უყვარდეს მოსწავლე, მეგობრული უნდა იყოს და უყვარდეს თავისი პროფესია.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- წესრიგის დაცვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ავირჩევდი ჩემ პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც მოსიყვარულე მასწავლებელი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი საგნის სიყვარული.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებელი როგორ ანაწილებდა სითბოს ყველა მოსწავლეზე თანაბრად.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა