სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეებს ვუყვარვარ და უყვართ ჩემი საგანი - ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა“ - ანა გაბიძაშვილი, ორხვის საჯარო სკოლის მასწავლებელი  
28-03-2024
-
+


ანა გაბიძაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია, თავის საგანზე, პროფესიასა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული მომავალი თაობებს აღზრდა-განათლების  კეთილშობილურ საქმეს დიდი შემართებით ემსახურება. ბედნიერია, რომ თავის დროზე, სწორი არჩევანი გააკეთა და კარიერა მასწავლებლობას დაუკავშირა. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ანა გაბიძაშვილთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- საგნის სიყვარული, უნდა უყვარდეს მოსწავლე, იყოს სამართლიანი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- პატივი სცეს საკუთარ თავს და მაგალითი მისცეს სხვებს. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოჩაღი ხარ, მეტი შეგიძლია.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ავირჩევდი მასწავლებლის პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, დადებითად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე დიდ მიღწევად მიმაჩნია მოსწავლეთა სიყვარული საგნისა და ჩემს მიმართ. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორ ახერხებდა ჩემი მასწავლებელი ერთნაირი სიყვარულით მოგვპყრობოდა ყველას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება