სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვფიქრობ, მოსწავლეები დამახასიათებდნენ მეგობრულ, სამართლიან მასწავლებლად“ - თამილა მეგრელი, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი
28-03-2024
-
+


თამილა მეგრელი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის ღირსეული, სამართლიანი დირექტორია, რომელიც ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. ხელმძღვანელი თითოეული მოსწავლის აზრს ისმენს, პატივს სცემს და ითვალისწინებს. ასეთი მიდგომით კი სკოლაში ქმნის დადებით კეთილმეგობრულ გარემოს, რაც სასკოლო საზოგადოების წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დირექტორი თამილა მეგრელი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- გაკვეთილზე ქცევის წესების სრულყოფილად დაცვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრით?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მეგობრულ, სამართლიან მასწავლებლად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლის ნასწავლი მასალის გამოყენება სხვა გაკვეთილზე ან ცხოვრებაში.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მასწავლებლის ცხოვრება, რომელიც მუდამ ხალისიანი მოწესრიგებული და ბავშვების მოყვარული იყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება