| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მზევინარ ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მასწავლებელია, ბავშვობიდან ნატრობდა კარგ პედაგოგობაზე, დღეს კი უკვე ოცნებაახდენილი, კარგი მასწავლებლისთვის დამახასიათებელ თვისებებზე საუბრობს. ცდილობს საუკეთესო გაკვეთილის ჩატარებას და მოსწავლეებთან კარგი კომუნიკაციის დამყარებას - თავისი მიზანსწარფულობითა და განვითარებაზე ორიენტირებულობით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლებული თაობების აღზრდაში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მზევინარ ფუტკარაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოსწავლეების სიყვარული, პროფესიის სიყვარული და სამართლიანობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ჯანსაღი გაკვეთილის ჩატარებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- რა იყო გაუგებარი
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- სხვა პროფესიასაც დავეუფლებოდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ალბათ დადებითად
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- წარმატებები ოლიმპიადებში.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- კარგი პედაგოგი რომ ვყოფილიყავი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა