| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამარ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელია. უზომოდ შეყვარებული თავის საქმიანობაზე, თავდაჯერებული, მიმტევებელი და სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნებაა, რომლისთვისაც ბავშვებისა და მშობლების ნდობის მოპოვება უმნიშვნელოვანესია.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თამარ ფუტკარაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- თავდაჯერებულობა, მიმტევებლობა და სამართლიანობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სრულყოფილ გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გაამახვილეთ ამ დეტალზე ყურადღება; გაუგებარი საკითხი არ დაიტოვოთ...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ამ პროფესიის დაუფლებისათვის ვიბრძოლებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მომთხოვნ და მზრუნველ ადამიანად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვებისა და მშობლების ნდობა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ფორმულებზე მუშაობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა