სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„შედეგზე ორიენტირებული სწავლება პირდაპირ კავშირშია დისციპლინის უზრუნველყოფასთან“- მანანა თავდგირიძე, ფერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი
27-03-2024
-
+


„შედეგზე ორიენტირებული სწავლება პირდაპირ კავშირშია დისციპლინის უზრუნველყოფასთან“,- ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი მანანა თავდგირიძე, რომლის მთავარი საზრუნავი თითოეული მოსწავლის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება და წარმატებული მომავალია. 

ის ამისთვის სასწავლო პროცესში სხვადასხვა აქტივობას იყენებს. პედაგოგის აზრით, მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის ნაყოფიერად წარსამართავად დიდ სამსახურს უწევს ჰუმანიზმი. ამ და სხვა საინტერესო თემებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის ნაყოფიერად წარსამართავად დიდ სამსახურს უწევს ჰუმანიზმი, სამართლიანობა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- შედეგზე ორიენტირებული სწავლება პირდაპირ კავშირშია დისციპლინის უზრუნველყოფასთან, რაც არ უნდა იყოს დაფუძნებული შიშსა და იძულებაზე. თუკი მასწავლებლის ძალისხმევა და ენერგია ძირითადად დისციპლინასთან დაკაშირებული პრობლემების მოგვარებას დასჭიდება, ამ შემთხვევაში იგი ვერც დასახულ მიზანს მიუახლოვდება, გაკვეთილიც უინტერესო ხდება და სწავლა-სწავლების მიზეზშედეგობრიობაც გასაგებია, როგორიც იქნება. თუკი მოზარდს სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვან გაკვეთილს შევთავაზებთ, საკლასო ოთახში დისციპლინაც იდეალური გვექნება.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ხშირად ფიგურირებს ჩემს გამანათქვამებში ფრაზა: კარგად დავფიქრდეთ, კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენი ხედვა და შემდეგ ვიმსჯელოთ მოსაზრების ჭეშმარიტებაზე. მოსწავლეებს მუდმივად ვთხოვ, მათი მოსაზრება  მხოლოდ წარმოსახვაზე არ იყოს დაფუძნებული. აუცილებელია, მოსაზრებამდე ლოგიკური მსჯელობით მივიდნენ. 

- აბიტურიენტი რომ ვიყო..

- პროფესიულ არჩევანს არ შევცვლიდი, იგივე გზას გავივლიდი და თან უფრო საინტერესოდ. ამაში სწავლების თანამედროვე პირობები და შესაძლებლობები დამეხმარეობოდა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სუბიექტური რომ არ ვიყო, უკეთესია, ამ კითხვას თავად მოსწავლეებმა უპასუხონ.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეებიში სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილების ჩატარებით სწავლის შედეგების გაუმჯობესება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- განსაკუთრებით ვინტერესდებოდი მწერლების ცხოვრებითა და მოდერნისტული ლიტერატურით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში უცხოური ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და ლიტერატურული ანალიზის საფუძველზე კრიტიკული აზროვნების განვითარებას

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება