TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კარგ მასწავლებლის უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე, ზრუნავდეს მოსწავლეებზე და იყოს სამართლიანი“- კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი ნათია მესხიშვილი
27-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ ხელოვნების მასწავლებელი ნათია მესხიშვილი პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლასში დისციპლინის დაცვა, რაც მასწავლებლისა და მოსწავლის კეთილგანწყობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას გულისხმობს. ბავშვებს სწავლის მოტივაციას ყოველთვის აძლევს, და მათ ეუბნება, რომ თუ მოინდომებენ შეუძლებელია არაფერია.

მასწავლებელი ნათია მესხიშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- უყვარდეს საკუთარი საქმე, ზრუნავდეს მოსწავლეებზე და იყოს სამართლიანი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებლისა და მოსწავლის კეთილგანწყობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „შენ შეგიძლია, მე მჯერა შენი“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- სიამოვნებით გავივლიდი ისევ იმ გზას, რაც დღემდე გამივლია. კვლავ ავირჩევდი პედაგოგის პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩემი მოსწავლეები „ოქროსხელებას“ მეძახიან.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სასწავლო პროცესში მოსწავლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოსმენა „იცით, მას! მე გადავწყვიტე ხელოვნების მასწავლებელი გამოვიდე“.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- გეოგრაფია, ქიმია და ბიოლოგია. ხოლო მთელი არსებით მიზიდავდა ხატვა... ქარგვა და კერვა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება