სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელს უნდა უყვარდეს თავისი პროფესია და მოსწავლეები, იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლიანი“ -თხილნარის N2 სკოლის დირექტორი ლუიზა შარაშიძე
27-03-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლუიზა შარაშიძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, ბავშვების აზრს ყოველთვის ისმენს და ითვალისწინებს. 

დირექტორი ლუიზა შარაშიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს თავისი პროფესია და მოსწავლეები, უნდა იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლიანი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მე მჯერა, რომ შეძლებ! მოდი, ერთად ვცადოთ! მიხარია, შენ ეს შეძელი!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მაქსიმალურად გამოვიყენებდი ჩემს შესაძლებლობებს, ორიენტირებული ვიქნებოდი თვითგანვითარებაზე და ხშირად მივიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სახის განმავითარებელ, შემეცნებით აქტივობებში.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- არ მინდა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეები სამართლიან და მოსწავლეების მოყვარულ მასწავლებლად მთვლიან.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა გვაქვს, არამარტო საგაკვეთილო პროცესის, არამედ საზოგადო საკითხების მნიშვნელობის თვალსაზრისითაც: ახალი ინიციატივები მოსწავლეებისგან, მშობელთა და განსაკუთრებით სსსმ მოსწავლეების მშობელთა აქტიური თანამონაწილეობა და მხარდაჭერა და რაც მთავარია, ეს თანამშრომლობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და მიმღებლობას განსხვავებული აზრის, იდეის თუ პიროვნების მიმართ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება