| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
მისი აზრით, საკლასო ოთახში დისციპლინა ურთიერთპატივისცემასა და პასუხისმგებლობაზე აგებულ სასწავლო გარემოს ნიშნავს. როგორც დირექტორი საკუთარ საქმეს ღირსეულად უძღვება. ამიტომაც მისი კომპეტენტური აზრი ყველასთვის საინტერესოა. ამჯერად მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პატიორნება, ცოდნა, ბავშვების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემასა და პასუხისმგებლობაზე აგებულ სასწავლო გარემოს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მოდით, ვცადოთ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- თავდაუზოგავად ვიშრომებდი მიზნის მისაღწევად!
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- პატიოსანი, ერთგული, კეთილი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეთა ნდობა და სიყვარული.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩვენი ქვეყნის ისტორია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა