| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი“, - ამბობს მარნეულის N3 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი მაია ბარბაქაძე, რომელიც პედაგოგობაზე უზომოდ შეყვარებულია.
ამის ნათელი დასტური ისიცაა, რომ მოსწავლის თითოეული წარმატებული ნაბიჯი საკუთარ წარმატებად მიაჩნია. ის განათლებული თაობის აღზრდაზე ზრუნავს, რაშიც სხვადასხვა მიდგომას იყენებს. მასწავლებელმა ამჯერად, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- შრომისმოყვარე, განათლებული და გულთბილი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ჩამოყალიბდეს მასწავლებლისა და მოსწავლის შრომის ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღი!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- იმხელა სიყვარულს და სითბოს ვდებ ჩემს საქმეში ყოველდღე, ვფიქრობ, ბუმერანგივით მიბრუნდება.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი მოსწავლეებისთვის საგანი რომ ასე შემიყვარებია. მათი ყოველი წარმატება, ჩემი წარმატებაა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩემს ცოდნას როგორ სწორად გამოვიყენებდი და როგორ დავმკვირდებოდი საზოგადოებაში კარგ პიროვნებად.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა