TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, სრულყოფილად დავეუფლებოდი ციფრულ ტექნოლოგიებს“ - ირინა ჭაფოძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი
25-03-2024
-
+


როგორი უნდა იყოს წარმატებული სკოლა - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიღწევების საფუძველს პროფესიონალი მასწავლებლები და დირექცია, ურთიერთთანამშრომლობით ქმნიან.

იმავდროულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სურვილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების გათვალისწინებაც... პედაგოგმა კი ყველა გამოწვევას ღირსეულად უნდა გაართვას თავი. ამ მხრივ ქუთაისის N45 საჯარო სკოლა უდავოდ სამაგალითოა და ბლიც-ინტერვიუში, პედაგოგი ირინა ჭაფოძე იმ აქტუალურ კითხვებს პასუხობს, რომელიც სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლის წარმატების გასაღებადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გამოცდილება და ცოდნა;

- მოსწავლეთა მხარდაჭერა;

- სიახლეებისადმი მზაობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, მოლოდინების მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და მათ თანმიმდევრულ აღსრულებას, რათა მოსწავლეებმა  ფოკუსირება მოახდინონ სწავლაზე და აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო აქტივობებში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „მოდი, შევასრულოთ ერთად“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი, მაგრამ სრულყოფილად დავეუფლებოდი  ციფრულ ტექნოლოგიებსაც, რომელიც მოსწავლეებს სწავლების მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მომთხოვნ, მაგრამ კეთილგანწყობილ და მეგობრულ პედაგოგად.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მედიაწიგნიერების შესახებ სასკოლო პროექტის განხორციელება, რომელმაც  მნიშვნელოვანად გააუმჯობესა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარი. ისინი გაეცნენ მედიაში ინფორმაციის მანიპულირებისთვის გამოყენებულ გავრცელებულ ტექნიკებსა და განუვითარდათ  საჭირო უნარები პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ძალიან მიყვარდა ძველი ამბების, ფანტასტიკური ისტორიებისა და თქმულებების მოსმენა.           


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება