TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვფიქრობ, მოსწავლეები დამახასიათებდნენ, როგორც პასუხისმგებლიან, მიუკერძოებელ ადამიანს“ -  არიადნა ჯანაშია, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგი  
25-03-2024
-
+


არიადნა ჯანაშია აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ასწავლოს. მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა, აინტერესებდა ჭადრაკი - ამ მისწრაფებებმა კი მათემატიკის მასწავლებლობამდე მიიყვანა, დრო რომ უკან დაბრუნდეს, ისევ იგივე გზას გაივლიდა. მისთვის მთავარი ღირებულება მიუკერძოებლობა და სამართლიანობაა - ამ ფასეულობებით კი, ყოველთვის იმსახურებს მოსწავლეთა პატივისცემას. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ არიადნა ჯანაშიასთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კომუნიკაცია, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ცოდნის შეძენას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყურადღება გაამახვილეთ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- იგივე პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- პასუხისმგებლიან, მიუკერძოებულ ადამიანად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეებში მათემატიკური ცოდნის ცხოვრებისეულ ტრანსფერში გადატანა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- წიგნების კითხვა, ჭადრაკის თამაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება