სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეთა თვალებში ყოველთვის დიდ სითბოსა და სიყვარულს ვხედავ“ - ფატი წულუკიძე, ფერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი
25-03-2024
-
+


ფატი წულუკიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომლისთვისაც მოსწავლეებისგან მიღებული სითბო და სიყვარული საამაყო და სასიხარულოა, მისთვის მნიშვნელოვანია ისე წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, რომ თვითონაც და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ფატი წულუკიძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- იყოს თავისი საქმის პროფესიონალი; სიახლეები მისთვის იყოს აუცილებელი და მუდმივი პროცესი; უყვარდეს მოსწავლე. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სასწავლო პროცესისათვის მობილიზებულ მოსწავლეს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული და ამავდროულად იქნება ყურადღებიანი მსმენელი, სხვისი აზრის პატივისმცემელი.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ვიცი, რომ ამას შეძლებთ, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ალბათ, ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ყოველთვის ვგრძნობ და ვხედავ მათ თვალებში დიდ სითბოსა და სიყვარულს. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა, როცა ასრულებ გაკვეთილს და მოსწავლეცა და მასწავლებელიც ერთნაირად კმაყოფილია. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორ ახერხებდა მასწავლებელი იმას, რომ ყოველთვის ყველაფერზე ჰქონდა საინტერესო პასუხი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება