სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლის ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეთა ცოდნისწადილის გაღვივებაა“ - მაია კუდუხოვი, თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი 
25-03-2024
-
+


მაია კუდუხოვი თბილისის N219 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. როგორც თავად გვიყვება, მასწავლებლის მთავარი მისია და წარმატება მოსწავლეებში ცოდნისწადილის გაღვივება - ამ მოტივით კი ზრდის განსწავლულ ახალგაზრდობას და აღნიშნავს, რომ მათთვის სამართლიანი, თბილი, მოსიყვარულე, ზომიერად მკაცრი და მომთხოვნია.

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მაია კუდუხოვთან: 

​- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- საკუთარი საქმის სიყვარული, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულობა, მოსწავლეებთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო წესების კლასის ჩართულობით შემუშავებას, მოსწავლეთა მიერ წესების დაცვის საჭიროების გაცნობიერებას, მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვას საკლასო აქტივობებში წინასწარ ქცევის წესების შეხსენებით, წესების დაცვისთვის წახალისების ფორმების არსებობა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- დააკვირდი, დაფიქრდი, გამოიტანე დასკვნა...

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- საკუთარ თავს დავარწმუნებდი, რომ არ ღირს გამოცდებზე ნერვიულობა, სწავლა და შრომა დამიფასდება, ყველაფერს შევძლებ!

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, თბილი და მოსიყვარულე, ზომიერად მკაცრი, მომთხოვნი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- დიდი წარმატებისკენ ყოველთვის მივყავართ ყოველდღიურ მცირე გამარჯვებებს და პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯებს. მოსწავლეებში ცოდნისწადილის გაღვივება - ესაა მასწავლებლის ყველაზე დიდი წარმატება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ძალიან მიყვარდა კითხვა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. წიგნი იყო და არის ჩემი საუკეთესო მეგობარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება