სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგი არის ექიმიც, მსახიობიც და ფსიქოლოგიც“- მარია კიპაროიძე, თბილისის N219 საჯარო სკოლის მასწავლებელი 
25-03-2024
-
+


მარია კიპაროიძე თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც ერთ დროს ისტორიის მასწავლებელმა შთააგონა, ახლა კი ცდილობს, თავად გახდეს მისაბაძი თავისი მოსწავლეებისთვის. მკაცრი, მომთხოვი და სამართლიანი - ამ თვისებებით, თაობების აღზრდის სამსახურშია, დრო რომ უკან დაბრუნდეს ისევ პედაგოგობას აირჩევდა, რადგან პროფესია მისი სულიერი სამყაროს ნაწილია. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მარია კიპაროიძესთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვები, მისთვის წარმოუდგენელია სკოლისა და მოსწავლეების გარეშე ცხოვრება. მასწავლებლის საქმიანობის მოტივაციაა დააინტერესოს მოსწავლე მომავალში აირჩიოს მისი სპეციალობა და საგანი, მოსწავლეს მისცეს თავისუფალი აზრის ჩამოყალიბებისა და  ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინების უნარი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებელი უნდა იყოს კომუნიკაბელური - მას უნდა გააჩნდეს საკუთარი თავისა და მოსწავლეების მიმართ პასუხისმგებლობა, სიმართლის აღქმის უნარი, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გამოხატოს პატივისცემა და უნდა იყოს უანგარო კოლეგების, მოსწავლეების, მშობლებისა და ადგილობრივი თემის მიმართ.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მასწავლებელი უნდა იყოს თანამედროვე, რომელიც პასუხობს განათლების სისტემის თანამედროვე მოთხოვნებს, ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში, როგორც სასწავლო, ასევე არაფორმალური განათლების ფარგლებში. მოსწავლეებთან ერთად დანერგოს კომპიუტერული კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, რაც მოსწავლეებს განუვითარებს სწრაფი აზროვნების უნარ-ჩვევებს.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ დავფიქრდებოდი, ისევ ავირჩევდი პედაგოგობას, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი სულიერი სამყაროა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც მკაცრს, მომთხოვნს და სამართლიანს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ეს არის მოსწავლეების მადლიერი გამოხედვა და მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. პედაგოგი არის ექიმიც, მსახიობიც და ფსიქოლოგიც.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მაინტერესებდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით ისტორია, ჩემი საუკეთესო, ისტორიის მასწავლებელი იყო - ბატონი გივი ხაჩიძე, რომელმაც შემაყვარა საგანი. ყოველთვის ვცდილობ მას მივბაძო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება