სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელი უნდა იყოს გულწრფელი, მიუკერძოებელი, უყვარდეს ბავშვები და პროფესია“ - მარი ოდიშელიძე, თბილისის N219 სკოლის პედაგოგი
25-03-2024
-
+


მარი ოდიშელიძე თბილისის N219 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია, ბავშვობიდანვე შთაგონებულს, პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია და ზუსტად იცოდა, რომ თავის საქმიანობას ინგლისური ენას დაუკავშირებდა  - ახდენილი ოცნებით, პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ცდილობს მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესი გაუღვივოს, თავის წარმატებადაც მოსწავლეთა აქტიურობასა და კლასში მათ ბედნიერ სახეებს ასახელებს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მარი ოდიშელიძესთან 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელი უნდა იყოს გულწრფელი, მიუკერძოებელი, უყვარდეს ბავშვები და თავისი პროფესია.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, მოსწავლის პიროვნების აღიარებას, კეთილგანწყობას, რის გარეშეც ვერ შედგება საგაკვეთილო პროცესი. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- რა გაიგეთ? რას ფიქრობთ? რას დაამატებდით?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა მექნებოდა სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე მესწავლა, რადგან თანამედროვე მიდგომები სწავლისადმი და კომპიუტერული სისტემა ხელს უწყობს აბიტურიენტებს ოცნებების ახდენაში.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ალბათ უფრო მეგობრულს და სამართლიანს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ეს არის მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა, საგნისადმი სიყვარული და საკლასო ოთახში შესვლისას ბედნიერი სახეების დანახვა, ამაზე დიდი ბედნიერება მასწავლებლისთვის არ არსებობს .

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინგლისური ენა გამორჩეულად მიყვარდა და დიდი მონდომებით ვსწავლობდი სკოლაში, ვმონაწილეობდი ადგილობრივ თუ რეგიონალურ ტურებში. სკოლის ასაკიდანვე ვიცოდი,  რომ ჩემი პროფესია ამ ენასთან იქნებოდა დაკავშირებული და პროფესიის არჩევისას დიდად არც მიფიქრია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება