სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეთა სიყვარული, მზრუნველობა და სამართლიანობა“ -კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი თამუნა ოქროპირიძე მასწავლებლის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
25-03-2024
-
+


„კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება მოსწავლეების უპირობო სიყვარული, მზრუნველობა და სამართლიანობაა“- ამბობს კერძო სკოლა „ცოდნას“ ისტორიისა და მოქალაქეობის უფროსი მასწავლებელი თამუნა ოქროპირიძე. 

მისი მიზანი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მოტივირება და დაინტერესებაა. ამისთვის კი, მათ არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობს. თამუნა ოქროპირიძის აზრით, მოსწავლეები დაახასიათებდნენ, როგორც სამართლიან, თბილ და ყურადღებიან ადამიანად. პედაგოგმა ამ და სხვა საინტერესო თემებზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მოსწავლეების უპირობო სიყვარული, მზრუნველობა, სამართლიანობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ისეთი გარემოს არსებობას, სადაც მოსწავლეები იცავენ უშუალოდ მათივე მონაწილეობით შედგენილ ქცევის წესებს, კომუნიკაცია კი დამყარებულია ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- შენ ყველაფერს შეძლებ!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიშრომებდი, ყურადღებას დავუთმობდი მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანას, გავაანალიზებდი საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ორიენტირებული ვიქნებოდი ამ სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე, არ შევუშინდებოდი სირთულეებს და ვიზრუნებდი ემოციების მართვაზე.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, თბილი და ყურადღებიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეთა მოტივირება და ინტერესის გაღვივება საგნებისადმი, ასევე მათი მხრიდან ნდობისა და სიყვარულოის გამოხატვა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ყველა საგანი თავისებურად საინტერესო, ინფორმაციული და მნიშვნელოვანი ცოდნის მომცემი იყო, თუმცა განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი ჰუმანიტარული მეცნიერებებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება