| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ ადონია მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისა და მოსწავლეთა უპირობო სიყვარულით გამოირჩევა. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, ბავშვებს მრავალფეროვან და საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. პედაგოგი ყოველთვის ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და დამოკიდებულებას ყოველი ახალი პროექტის წამოწყებისას, რაც მათთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
პედაგოგი მარიამ ადონია, etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, უყვარდეს საქმე, უპირობოდ უყვარდეს მოსწავლეები, რათა მუდამ კარგი ეძიოს მათში.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- პროდუქტიულ და შედეგის მომცემ მომავალს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- თქვენი მომავალი თქვენს ხელშია, თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდებით.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მეტად გამოვიყენებდი იმ შესაძლებლობებს, რასაც სკოლა იძლევა.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მხიარული, ზომიერად მკაცრი და მათზე ძალიან შეყვარებული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყოველი ახალი წამოწყებისას ვიღებ უკუკავშირს მოსწავლეებისგან, თუ რა პროექტი ან ღონისძიება აინტერესებთ და რა იქნება შემდეგი. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად იყვნენ პროცესში ჩართულნი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიმიღწევია...
- ჩემთვის დიდი წარმატება ჩემი მოსწავლეების მოწყურებული თვალებია, რომლებსაც უნდათ ახალი საქმით, ახალი წამოწყებით დაკავდნენ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- აქტივობები, რომელშიც მასწავლებელთან ერთად ვიყავი ჩართული. მასთან ერთად კეთების პროცესი ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. მაინტერესებდა თითოეული დეტალი, რომელიც მას წინასწარ ჰქონდა გათვლილი მისთვის და ჩვენთვის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა