სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სისხლის ჯგუფებზე ინფორმაციის ფლობა“- საჩინოს თემის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერობლივი კვლევა ჩაატარეს
22-03-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 და N1 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში კვლევის შედეგების შეჯამება და ბიოლოგიაში პრეზენტაცია - „სისხლი.  შემადგენლობა, მნიშვნელობა, მემკვიდრეობა“ გაიმართა. საჩინოს თემის N2 და N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თემის მოსახლეობაში კვლევა - „სისხლის ჯგუფებზე ინფორმაციის ფლობა“ ერთობლივად ჩაატარეს.

საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოაწყვეს, ისაუბრეს სისხლზე, მის ელემენტებზე და მათ მნიშვნელობაზე, სისხლის დაავადებებზე. გარდა ამისა, პოსტერი სისხლის ფორმიან ელემენტებზე მოამზადეს.

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სისხლის ფუნქციებზე ისაუბრეს, სისხლის ფორმიანი ელემენტების მოდელები პლასტილინისგან შექმნეს და გააზიარეს. გარდა ამისა, სისხლის ჯგუფების მოდელებიც წარადგინეს. ასევე, მსმენელებს კვლევის შედეგები გააცნეს, რომლებიც ცხრილების და დიაგრამების სახით იყო მოცემული.

მოსწავლეებს მასწავლებლები ანნა წულაია და მედეა როგავა ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, მადლობა ყველა მონაწილეს გაწეული შრომისთვის!
მსგავსი ინტეგრირებული აქტივობები ეხმარებათ მოსწავლეებს თანამშრომლობის, საჯარო გამოსვლის, თვითდაჯერებულობის, ყურადღების, კონცენტრაციის, მოსმენის კულტურის, ინფორმაციის მიძიების, დახარისხების, გააზრების და სხვა მნიშვნელოვანი ზოგადი უნარების განვითარებაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება