სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
22-03-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველების მასწავლებლების ინიციატივით,  22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.   

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას წყლის რესურსების შესახებ, იმსჯელეს წყლის აგრეგატულ მდგომარეობასა და  წრებრუნვაზე, შექმნეს თემატური ნამუშევრები, უყურეს ვიდეომასალას წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით და გამართეს დისკუსია.

ღონისძიები ბოლოს კი მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე რომ წყლის რესურსების დაზოგვა აუცილებელია.

წყლის რესურსების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.

2024 წელს, წყლის დაცვის საერთაშორისო დღის თემა ყურადღებას ამახვილებს მიწისქვეშა წყლებზე და მის მნიშვნელობაზე. მიწისქვეშა წყლები ადამიანთა ცხოვრებაზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს, მათ შორის, გვამარაგებს სასმელი წყლით. მიწისქვეშა წყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესშიც.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება