სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი იყალთოს საჯარო სკოლაში
22-03-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშნვას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, მეოთხე კლასში სპეციალური მასწავლებლებისა (ლ. ბოშაშვილი, თ. კუკუნაშვილი) და დამრიგებლის (ნ. გიგოლაშვილი) ინიციატივით, შესაბამისი აქტივობები განხორციელდა.

გარდა ამისა, 21 მარტს ბიბლიოთეკარის, ევა ბოტკოველის თაოსნობითა და ორგანიზებით, სამკითხველო დარბაზში პოეზიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეზიის, როგორც ხელოვნების დარგის შესახებ,  მის როლსა და დანიშნულებაზე, პიროვნების სულიერი განვითარების საქმეში. გარდა ამისა, წაიკითხეს  ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“, აგრეთვე ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, გიორგი ლეონიძისა და სხვათა ლექსები. ასევე, მოსწავლეებმა - ლ. ფოცხვერაშვილმა და მ. კუპატაძემ მსმენელს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

„იყალთო მდიდარია კულტურული ტრადიციებით. გადმოცემის მიხედვით, სწორედ იყალთოს აკადემიაში უსწავლია გენიალურ ქართველ პოეტს, შოთა რუსთაველს. სოფელი ამაყობს სახალხო მთქმელებითა და პოეტებით. საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე პოეტი კოტე მაყაშვილიც (მარო მაყაშვილის მამა), ხომ იყალთოელი იყო. პოეზიის დღისადმი მიძღვნილმა შეხვედრამ სასიამოვნო ამაღლებული განწყობა შეუქმნა დამსწრე საზოგადოებას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:








კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება