| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ახლახან, სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე აღნიშნეს წყლის დაცვის მსოფლიო დღე.
ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და წყლის დაცვისა და დაზოგვის მნიშვნელობა გაიაზრეს. ასევე გააფერადეს სახალისო აპლიკაცია - „წყლის მოგზაურობა“.
მასწავლებელი ფიქრია სტურუა მოსწავლეებს ესაუბრა წყლის მნიშვნელობაზე, მის წრებრუნვასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე.
1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 22 მარტს აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი